საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია 2024
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას საქართველოში. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის.
კონფერენციის თემები
- წვრილფეხა ცხოველების მედიცინა;
- მსხვილფეხა ცხოველის მედიცინა;
- ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საკვების ჰიგიენა;
- ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენა და უსაფრთხოება;
- კლინიკური პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია;
- ინფექციური დაავადებები, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
- არაგადამდები დაავადებები (დიაგნოსტიკა, თერაპია, პროფილაქტიკა);
- მეცხოველეობის მეცნიერებები (ცხოველთა კვება, ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა, გენეტიკა – მომშენებლობა);
- ვეტერინარული განათლება, სწავლა-სწავლება.
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
ვადები
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი
აბსტრაქტების შეფასების გაზიარების ვადა: 2024 წლის 31 მარტი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 26 აპრილი
სრული სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 მაისი
კონფერენციაზე რეგისტრაცია
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: avetconference@eu.edu.ge
კონფერენციაზე მსმენელად დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/11EctmRuMR772iQ5A
ყველა მომხსენებელი და მსმენელი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3MKSpDP

