სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან

მიმდინარეობს საიტის განახლება

უნივერსიტეტი მესამე და მეოთხე მისიის ფარგლებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონის განვითარებაში, მათ შორის კვლევების კომერციალიზაციის გზით აძლიერებს მეწარმეობას, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი ცოდნის შექმნასა და დანერგვასთან. ამ ნაწილში უნივერსიტეტის ძლიერი მხარეა ,,ევროკავშირის პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სწავლებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ცენტრების ,,გასტრონომიის აკადემიის“, ,,შემოქმედებითი ინკუბატორის“ დაფუძნება.

2024 წლის 16 თებერვალს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტნიორი ორგანიზაციის - Creative Spark თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ზუგდიდის გასტრონომიის მუზეუმის ფონდის შესაქმნელად. მიმდინარეობს კვლევები, მუშავდება მასალები ზუგდიდის გასტრონომიული კულტურისა და არამატერიალური ფასეულობების შესახებ.