შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზსსუ-ში 2023 წლის 22 თებერვალს ჩატარდა ,,იდეათონი“ , რომელიც განხორციელდა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების მხარდაჭერის მიზნით, დაფინანსებული პროექტის ,,შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორიის“ დახურვის ღონისძიების ფარგლებში. პროექტი ხორციელდებოდა 2023 წლის ოქტომბრის თვიდანდა მიზნად ისახავდა სტუდენტების, პოტენციური სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის კულტურის, ციფრული ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლისა და შესაძლებლობების ახლებური გააზრების ხელშეწყობას, შემოქმედებითი და სამეწარმეო პლატფორმის - ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის უნივერსიტეტის ბაზაზედაარსებასა და იდეების ლაბორატორიის პროგრამის ინიცირებას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიფართოვეს ცოდნა შემოქმედებით სამეწარმეო განათლებაზე, ლიდერულ და ციფრულ უნარებზე. შეიქმნა პროექტის სოციალური გვერდი (Facebook) და ციფრული ჰაბი (ვებ გვერდი).
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტუდენტების მონაწილეობით განხორციელდაჯგუფური ვორქშოპები, რომლის შემდეგაც მათ წარმოადგინეს იდეები. იდეები შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყოროგორც უნივერსიტეტის, ასევე საჯარო (მუნიციპალიტეტის მერია), და კერძო სექტორით (მეწარმე). ღონისძიება შეჯამდა დადებითად, ჯგუფებს მიეცათ რეკომენდაციები და გადაეცათ მონაწილეობის წამახალისებელი სერტიფიკატები. მიეცათ ვადა, რომ წარმოდგენილი იდეები აქციონ პროექტებად, რომელიც დაფინანსების მიზნით გადაეცემა უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოებს. ,,შემოქმედებითი ინკუბატორი“ , ციფრული ჰაბი და სოციალური გვერდი,უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ქვეშ იფუნქციონირებს და მას ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად წარმართავს სტუდენტი სტაჟიორები, რომლებიც შეირჩევიან პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების
საფუძველზე.
ზემოაღნიშნული პროექტი ეხმიანება ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას,რომელიც ევროკავშირის EU4Culture პროექტის ხელშეწყობით დამტკიცდა დაწარმოადგენს მის ერთ-ერთ აქტივობას. 
პროექტის მრავალფეროვანი აქტივობები ეყრდნობოდა მიდგომას რაც ,გულისხმობს სტუდენტებისთვის უფლების საშუალების მხარდაჭერის შესაძლებლობისა და სივრცის უზრუნველყოფას პროექტი წარმოადგენდა ექსტრაკურიკულური აქტივობების პროგრამის ფარგლებში წინა წელს განხორციელებული პროექტის ლოგიკურ ,გაგრძელებას რის ფარგლებშიც კოლეჯში შეიქმნა ახალგაზრდული სივრცეები ახალგაზრდული პიროვნული განვითარების ბანაკის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა გაიფართოვეს  ,ცნობიერება კიბერ უსაფრთხოებაზე ელექტრონული რესურსების გამოყენებასა და ზოგადად ტექნოლოგიებზე ,ბანაკში გამოკვეთილი ინტერესების შესაბამისად სასწავლების ბაზაზე ჩამოყალიბდა შემდეგი თემატური ,კლუბები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ,გენდერული თანასწორობის ინკლუზიური ,განათლების შემოქმედებისა და გარემოსდაცვითი და მულტიკულტურული მიმართულებით სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლუბები პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებს ,ფუნქციონირებას კოლეჯში დასაქმებული ახალგაზრდული მუშაკისა და სტუდენტების კოორდინირებით
11_0.jpg 20_1.jpg 14_1.jpg