საჯარო ლექცია "ცნობები ზუგდიდის ფეოდალური პერიოდის შესახებ"

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაფუძნებული ზსსუ-ახალგაზრდული კლუბი "ოქროს საწმისი" გიწვევთ საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციას წარუძღვება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი - ზაალ ქორთუა.

თემა: "ცნობები ზუგდიდის ფეოდალური პერიოდის შესახებ"
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
25 მარტი . 14 :00 საათი. აუდიტორია 221.