HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)

მიმდინარეობს საიტის განახლება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) HR პროფესიონალთა გილდიასთან (HRPG)  ერთად 2024 წლის 15 მაისს მართავს ადამიანური რესურსების დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას,,HR-ის მულტიდისციპლინარული გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში”.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ბიზნესი;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი.

კონფერენციაში მონაწილეობის ვადები და პირობები იხილეთ ბმულზეhttps://eeu.edu.ge/portfolio/conference-eeu-hr/

გთხოვთ, კონფერენციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.