„მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“

მიმდინარეობს საიტის განახლება

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში იმართება კურსიმარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“. მიმდინარე კურსის ფარგლებში, ხვალ 2 აპრილს მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების პლატფორმების შესახებ.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ კურსის ფარგლებში ჩაერთვებიან, ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ეკატერინე ჯოლოგუა (ეკო ხელნაკეთი.eco handmade) ეკო ხელნაკეთი•eco handmade და დამწყები კერამიკოსი ხელოვანი ნათია ზამთარაძე, რომლებიც მსმენელებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს - მათ მიერ განვლილი გზის, შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების, ასევე თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.