სტუდენტური პროექტი უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა გთავაზობთ უფასო კონსულტაციას. უფასო იურიდიული კონსულტაციების გავლა შესაძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნით შეიქმნა ჯგუფი სამართლის მე-4 კურსის სტუდენტთა შემადგენლობით. კონსულტაციებს ხელმძღვანელობას გაუწევს უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი გიორგი გვასალია.
სტუდენტური პროექტი ასევე არის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების შესაძლებლობა სტუდენტთათვის. კონსულტაციების მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ #რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე https://forms.gle/iTGvdz5tprsPL5cA7
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 579165828
13 აპრილი / 13:00 / აუდიტორია 121

