AgroDeck-ზე რეგისტრაცია დაიწყო!

მიმდინარეობს საიტის განახლება

თუ გაქვთ აგრო მიმართულების სტარტაპ იდეა, მიიღეთ უნიკალური შესაძლებლობა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ჩაერთეთ პროექტში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად:
თქვენი ასაკი უნდა იყოს 17-დან 40 წლამდე;
თქვენ და თქვენი გუნდის წევრები უნდა იყოთ პროექტის სამიზნე რეგიონებიდან: იმერეთი, სამეგრელო, აჭარა;
უნდა შექმნათ 3 კაციანი გუნდი და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა;

პროგრამა ფოკუსირდება აგრო მიმართულებით ორიენტირებულ სტარტაპებზე, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ რამდენიმე კრიტერიუმს:
იდეა უნდა პასუხობდეს აგროსფეროში არსებულ რელევანტურ და აქტუალურ პრობლემას, ან გამოწვევას და მასში ნათლად უნდა იყოს მოცემული ამ პრობლემის/გამოწვევის გადაჭრის აუცილებლობა და გზები;
იდეა ორიენტირებული უნდა იყოს აგრო მიმართულებით არსებული ბიზნესის ხელშეწყობაზე/განვითარებაზე;
იდეის განხორციელება მოცემულ რეალობაში უნდა იყოს შესაძლებელი და არ უნდა საჭიროებდეს ნაკლებად ხელმისაწვდომ, ან არარეალური რესურსების გამოყენებას;
სურვილისამებრ, შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციურ კომპონენტს (არასავალდებულო).

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გახდით პროექტის მონაწილე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულსhttps://rb.gy/yfgddu

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით
info@fireflies.ge
597 71 18 12