საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

5 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე. სტუდენტებს დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტისსაზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდაფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.