უნივერსიტეტში შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის კონკურსში სამი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის კონკურსში სამი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა.

 საგრანტო ბიუჯეტი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე შეადგენს 500 ლარს. გამარჯვებული იდეის ავტორების დაჯილდოება გაიმართება 2024 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

 პროექტს „EU4Culture“ ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.