უნივერსიტეტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტს (PennState Beaver - ამერიკა) შორის მორიგ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა ახალი გაცვლითი კურსები, აქტივობები და განისაზღვრა საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტს (PennState Beaver - ამერიკა) შორის მორიგ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა ახალი გაცვლითი კურსები, აქტივობები და განისაზღვრა საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა.
PennState Beaver უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო 2021 წელს და გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე სასწავლო კურსი, მათ შორის ერთობლივი ონლაინ ლექციები თემაზე: „დემოკრატია და მოქალაქეობა“.
P.S. ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტთან (ამერიკა) და 2024 წლის 19-20 ოქტომბერს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „Exploring Frontier Cultures: Ancient and Modern Perspectives in Caucasia, Ukraine and the Balkans“.