ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტმა  ორ გაცვლით პროფესორს ლიეტუვადან უმასპინძლა

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტმა  ორ გაცვლით პროფესორს ლიეტუვადან უმასპინძლა . ისინი ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩაატარებენ ტრენინგ-სემინარებს ლოჯისტიკის მიმართულებით.

კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2023 და 2024 წლების გაზაფხულის სემესტრში უნივერსიტეტმა სტუდენტების ორი ნაკადი მიიღო.

კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.