უნივერსიტეტის სტუდენტების მეორე ნაკადი გაემგზავრება პოლონეთში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთ კვირიან გაზაფხულის სკოლაში.
20 მაისს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მეორე ნაკადი გაემგზავრება პოლონეთში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთ კვირიან გაზაფხულის სკოლაში. პროექტი ხორციელდება კონსორციუმის ფარგლებში, რომლებშიც გაერთიანებული არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია).
უნივერსიტეტების თანამშრომლობით ხორციელდება სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტი „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად: პრობლემები და გამოწვევები“, რომლის მიზანია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, გაღრმავდეს კოლაბორაცია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან, რათა კვლევისა და სწავლების პროცესი უფრო მეტად ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური გახდეს.

