დასაქმების ფორუმი 2024

მიმდინარეობს საიტის განახლება

6 აპრილს სტუდენტური დღეების ფარგლებში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრისა და ახალგაზრდულ საქმეთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა დასაქმების ფორუმი. ფორუმს პარტნიორობა გაუწია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდობა მსოფლიოსთვის", რომელმაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნო Erasmus+ ფარგლებში მიმდინარე 3 წლიანი პროექტი "Youth one stop Agency".

Youth For The World - Exchanges & Trainings    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის სხვადასხვა პროფილის დამსაქმებლებმა: ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: "Micro Business Capital" (MBC) და “ლაზიკა კაპიტალი”, კომპანიები: "McDonald's, "Adidas", "ბიგ დეი" , “კერხერი“ "ვეტ კლინიკა", შპს „გვაზა“, "ევროჰაუსი 2020".

ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სტაჟირებისა და დასაქმების 50-მდე ვაკანსია.

ფორუმის მიზანი იყო სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა.

439549940_1123416208703916_6402675138288071331_n.jpg435201436_1445112709433461_2887915588432747490_n.jpg435233436_938555484661002_318640498039822280_n.jpg439888141_957564345994764_5219732912207639963_n.jpg437375267_976926490514965_3819284903892442179_n.jpg437568891_708381311266175_8742276280963726381_n.jpg

438840924_775545571223490_8616329951395072245_n.jpg440185588_775545047890209_2562263298618454804_n_0.jpg440063807_775545407890173_7528203543017726317_n.jpg

440425779_758965416323645_7469737633234131481_n.jpg439942173_775544341223613_7027395120306517674_n_0.jpg438841781_775545674556813_3061322508317888394_n_1.jpg