უნივერსიტეტმა უმასპინძლა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქტიულ გამოფენას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია მაკ ჯორჯიას, მშობლის სკივრისა და ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
27 აპრილს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქტიულ გამოფენას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია მაკ ჯორჯიას, მშობლის სკივრისა და ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს სსმ/შშმ პირთათვის პროგრამებს და 2015 წლიდან აქვს სსსმ/შშმ პროფესიულ სტუდენტთა მიღებისა და მომსახურების გამოცდილება. უნივერსიტეტს ჰყავს გადამზადებული პერსონალი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მატერიალური ბაზა და რესურსები სრულად ადაპტირებულია.
ღონისძიების მიზანი იყო ერთ საგამოფენო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არსებული სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და სხვა მხარდამჭერი სერვისების წარდგენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.