უნივერსიტეტი 2024 წლის 01 მაისიდან აცხადებს კონკურსს პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2024 წლის 01 მაისიდან აცხადებს კონკურსს პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
1. ,,ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო და ,,ქართული ლიტერატურის
ისტორიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) პროფესორი (ახალი ქართული ენის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული
(აფილირებული);
ბ) პროფესორი (ქართული ფოლკლორის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული
(აფილირებული).
2. ,,ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო და ,,მცირე ბიზნესის მართვის
„ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) პროფესორი (აფილირებული) (ეკონომიკის დოქტორი) - 1 საშტატო ერთეული.
3. ,,ფარმაციის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) პროფესორი (ფარმაციის დოქტორი) ) - 1 საშტატო ერთეული;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო
გეგმა/პრეზენტაცია.
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში
მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის
კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის
შესახებ ნასამართლეობის ცნობები.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.No14, 2024 წლის 03 ივნისიდ 10 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 12 ივნისს (საბუთების განხილვა), 13 ივნისს (გასაუბრება).

