მობილობის პროცესი 1 აგვისტოს დაიწყება...

მიმდინარეობს საიტის განახლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის №534 ბრძანების  თანახმად განისაზღვრა  მობილობის ვადები.  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება  2012 წლის 1 აგვისტოს და დამთავრდება 2012 წლის 24 აგვისტოს(ჩათვლით).

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
  2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
  4. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი,
  5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
  6. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
  7. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წლის 10 აგვისტოდან  10 სექტემბრამდე.

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე: 593324243