აგრო-ლიგა ,,შემეცნებითი კონკურსი სტუდენტებისათვის".

მიმდინარეობს საიტის განახლება

აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსია და იგი ტარდება ტესტირების
საშუალებით.
2024 წელს აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის
დაკვეთით და ფინანსური ფასილიტაციით, გაეროს (UNDP) განვითარების პროგრამის - "საქართველოში
პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზაციის პროექტის" ფარგლებში.
კონკურსის კონცეფციის ავტორი და ორგანიზატორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
(ADA).
2024 წელს აგრო-ლიგა ჩატარდება შემდეგ საკონკურსო დარგებში:
Ø მცენარეთა დაცვა;
Ø მევენახეობა;
Ø მეხილეობა;
Ø სატყეო საქმე;
Ø მეფუტკრეობა;
Ø ეკოლოგია-ბიომრავალფეროვნება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
Ø შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს;
Ø აგრარული მიმართულების პროფესიული პროგრამების სტუდენტებს.
კონკურსი ტარდება ტესტირების საშუალებით
ტესტები მომზადებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ,
შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით.
კონკურსისათვის მომზადების პროცესში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი
სავარჯიშო პლატფორმით (http://agroliga.veta.ge), სადაც დარგების მიხედვით მოცემულია კონკურსის
ტესტირებისათვის განსაზღვრული ტესტების მსგავსი ტესტ-კითხვები.
პლატფორმაზე ასევე განთავსებულია ტესტების შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურული
რესურსები.
აგრო-ლიგა ჩატარდება 2024 წლის მაისში, დაბეჭდილი ტესტების საშუალებით, რამდენიმე
ლოკაციაზე.
კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღები მონაწილეებს ეცნობებათ მათ მიერ რეგისტრაციის
პროცესში მითითებულ ელ-ფოსტებზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა დარეგისტრირება მოცემულ საკონკურსო პლატფორმაზე:
http://agroliga.veta.ge
კონკურსის გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ კონკურსის
ორგანიზატორების მიერ დაწესებულ ფასიან პრიზებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info.agroleague@gmail.com