რეგისტრაცია - ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ
მოგახსენებთ, რომ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO აკადემიის მიერ სერტიფიცირებული ტუტორები, ხოლო კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.
გთხოვთ, აღნიშნული კურსის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოთ სტუდენტებში (დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს).
კურსზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე dl101ge@sakpatenti.gov.ge;