უნივერსიტეტმა უმასპინძლა ორ გაცვლით პროფესორს. მათ ლოჯისტიკის მიმართულებით სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ჩაუტარეს ტრენინგ-სემინარები.
მიმდინარეობს საიტის განახლება
კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ორ გაცვლით პროფესორს. მათ ლოჯისტიკის მიმართულებით სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ჩაუტარეს ტრენინგ-სემინარები.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის მობილობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის განვითარებას, პერსონალის გადამზადებას, ხარისხზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, კვლევების და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.