სტუდენტებმა ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს

მიმდინარეობს საიტის განახლება

22 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" მიერ მოწყობილი გამოფენა დაათვალიერეს.

გამოფენა მიეძღვნა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. გამოფენილი იყო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საქმიანობის ამსახველი  70-მდე ფოტოსურათი.

გამოფენის შემდეგ სტუდენტები დაესწრნენ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ელენე ხოშტარიასთან და კითხვები დაუსვეს  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით