ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება “Re-Direction”-ის პროექტის ფარგლებში
“Re-Direction”-ის კონსორციუმის პარტნიორები პროექტის სრულყოფისა და კეთილსინდისიერებისადმი ჩვენი ვალდებულების მოტივით, ვქმნით ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და უზრუნველყოფს ჩვენ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგებისა და ზოგადი პროცესების მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ პრესტიჟულ საბჭოში წევრობისათვის ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრები შეიკრიბებიან თითოეული ძირითადი შედეგის მიღწევის შემდეგ, რათა შეაფასონ ეს შედეგები. პროექტის დასასრულს, ასევე დაგეგმილია ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს მიერ მიღწეული შედეგების ხარისხის კონტროლის სინთეზური ანგარიშის შექმნა.
- პროექტის შესახებ: https://re-direction.org/
- კონკურსის შესახებ: https://t.ly/culds
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.