სტუდენტების გადამზადება ტრენერებად არტ მენეჯმენტის მიმართულებით.

მიმდინარეობს საიტის განახლება

17 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026 ფარგლებში, წინასწარი რეგისტრაციისა და სამოტივაციო წერილების წარმოდგენის საფუძველზე, შერჩეული სტუდენტები გადამზადდებიან ტრენერებად არტ მენეჯმენტის მიმართულებით.

უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს/პირს რომელსაც მონაწილეობა მიუღია მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ორგანიზაციული მოწყობის ტრენინგებში.

არტ მენეჯმენტის პროგრამას გაუძღვება კულტურის დამოუკიდებელი ექსპერტი ელინა გედენიძე და ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ფარგლებში ჩართული ორგანიზაციისქრიეთივ სპარკ”-ის საექსპერტო გუნდი.

ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში შემუშავებული პროექტების/შესაძლებლობების შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებსაიტზე  https://creativeincubator.zssu.ge/

ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი დაარსდა ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.