უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მეთოდად გამოყენებულ იქნა ფოკუს ჯგუფის ინტერვიურება.
უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ საერთაშორისო პროექტის “Re-Direction” ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა. 2024 წლის 5 ივნისს, უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მეთოდად გამოყენებულ იქნა ფოკუს ჯგუფის ინტერვიურება.
ფოკუს ჯგუფის ინტერვიურება ემსახურებოდა პირველადი ინფორმაციის მოპოვებას დაინტერესებული მხარეების შესახებ, რათა გამოვლინდეს ნაკლოვანებები ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის საკითხებში. ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა სახელმძღვანელო სტრუქტურის შესაბამისად და შეგროვდა ერთიანი მონაცემები.
პროექტში ჩართული პირების მიერ ინტერვიურება წარიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის, ასოციაცია “ქსენონისა” და შპს “ფინსერვისი აუდიტის” წარმომადგენლებთან.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფოკუს ჯგუფის მონაწილე თითოეულ ორგანიზაციას მათი წვლილის შეტანისთვის, რომელიც საბოლოოდ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ემსახურება.