პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე: "ისტორიული ღირებულება კულტურულ მემკვიდრეობაში (არქეოლოგიური ისტორიები)".

მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაფუძნებული ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისისწევრების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე: "ისტორიული ღირებულება კულტურულ მემკვიდრეობაში (არქეოლოგიური ისტორიები)".

ალერტკარის საჯარო სკოლა - სამშაბათი, 11 ივნისი, 12:30 საათი

ცაიშის საჯარო სკოლა-ოთხშაბათი, 12 ივნისი, 14:00 საათი.

ყულიშკარის საჯარო სკოლა- ხუთშაბათი, 13 ივნისი, 14:00 საათი.

"EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.

              448201314_801795095265204_8572123143593362469_n.jpg 448201943_801795145265199_5099851076600745993_n.jpg  448174712_801795081931872_7816711478321418849_n_0.jpg