ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT) საინფორმაციო დღე გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2024 წლის 7 ივნისს, „ჰორიზონტი ევროპასაქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამისჰორიზონტი ევროპამესამე სვეტის ქვეშ მოცემული ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT) საინფორმაციო დღე გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ევროპის ინოვაციების უდიდესი პარტნიორული ქსელის მიერ გამოცხადებული კონკურსების მიმოხილვას ბიზნესის, კვლევისა და უმაღლესი განათლების სფეროს ინოვაციების კომერციალიზაციის მიმართულებით.

განხილულ იქნა EIT Community შესაძლებლობები, რომელიც ასწავლის და ამზადებს მომავალ თაობას და ფოკუსირებულია კრეატიულობაზე, ლიდერობასა და ინოვაციური უნარების შეძენაზე. EIT Campus აქტივობები კი მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებს, ონლაინ და პროფესიულ კურსებს, ასევე შესაძლებლობებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

EIT Online Campus 25 ენაზე შექმნილ 238 კურსს გთავაზობთ 133 პარტნიორისგან. კურსები ფოკუსირებულია კლიმატის, საკვების, ჯანდაცვის, კულტურისა და კრეატიულობის, ურბანული მობილობის, ნედლეულის, დიგიტალიზაციის, წარმოებისა და ენერგიის სფეროებზე.

ონლაინ კურსებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დაუკავშირდესჰორიზონტი ევროპასაუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს.

horizongrantoffice@zssu.edu.ge

           448175281_802343758543671_6067006141579576700_n.jpg  448178973_802343741877006_4623489748108813397_n.jpg 448179864_802343731877007_1645787013020813070_n.jpg