მასტერკლასი ,,ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების პროცესში“.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2024 წლის 15 ივნისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაფუძნებული ზსსუ - ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისისინიციატივით დაგეგმილია მასტერკლასი ,,ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების პროცესში“. ღონისძიების ფარგლებში კლუბის წევრებისა და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორების მიერ პრაქტიკულად იქნება ნაჩვენები ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდები. განიხილება -კულტურული მემკვიდრეობა როგორც სწავლების ინსტრუმენტი. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

,,EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.