უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2024 წლის 19 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2024 წლის 19 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია/CV.
4. ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა.
5. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
7. ორი ფოტოსურათი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.No14), 2024 წლის 22 ივლისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 5 აგვისტოს (საბუთების განხილვა), 2024 წლის 7 აგვისტოს (გასაუბრება).