მასტერკლასი ,,ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების პროცესში“.
მასტერკლასი ,,ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების პროცესში“. აქტივობის ფარგლებში ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა განიხილეს ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდები და კულტურული მემკვიდრეობა როგორც სწავლების ინსტრუმენტი.
აქტივობა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებული ზსსუ - ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისის“ ინიციატივით.
,,EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.