USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ოც საჯარო სკოლაში შექმნილი „წიგნის მოყვარულთა“და „მკითხველთა“ და ხუთ საჯარო სკოლაში შექმნილი იდეატორთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2024 წლის 21 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ოც საჯარო სკოლაში შექმნილიწიგნის მოყვარულთადამკითხველთადა ხუთ საჯარო სკოლაში შექმნილი იდეატორთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაში მონა¬წი¬ლე¬¬ბდნენ: იდეატორთა კლუბები: სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა - ხელმძღვანელი-მანანა შეროზია, მასწავლებელი მზია ქარდავა; სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლა-ხელმძღვანელი აზა ჯოჯუა, მასწავლებელი - ირმა ბუკია; სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლა-ხელმძღვანელი ხათუნა გერგაია, მასწავლებელი ნონა ბიგვავა; სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა-ხელმძღვანელი ქეთევან ლატარია, მასწავლებელი მედეა ალმასია; სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა-ხელმძღვანელი-ციცინო თორია, მასწავლებელი თეა ხუბუა. იდეატორთა კლუბების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მომავალი მასწავლებლები-„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისსტუდენტები- სესილი ლატარია, ნანა ფანცულაია, კესო კაკულია, ანანო აბურჯანია, თამარ ღვინჯილია.

მკითხველთადაწიგნის მოყვარულთაკლუბები: სსიპ - ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის №1 საჯარო სკოლა; ქალაქ ზუგდიდის მე-4, მე-11, მე-8; მე-6, ; მე-7; მე-10, მე-12 საჯარო სკოლები; სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა; დიდინეძის, კახათის 1 და მე-2, დარჩელის მე-2, სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა; იდლიანის, ყარ-სგურიშის, იელის, მესტიის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლები.

თითოეულმა კლუბმა წარმოადგინა პრეზენტაციები განხორციელებული აქტივობების შესახებ.

წიგნის მოყვარულთადამკითხველთაკლუბებმა სკოლებში განახორციელეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობები: მოსწავლეების მიერ მოხდა წაკითხული მოთხრობების ეპიზოდების ილუსტრირება; შექმნეს კომიქსები; დაახასიათეს პერსონაჟები, შეავსეს პერსონაჟის რუკები, მოიფიქრეს ახალი ტექსტები... მოიწვიეს მშობლები და უფროსკლასელები, რომლებმაც თავად წაუკითხეს ბავშვებს მოთხრობები და მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს საინტერესო აქტივობები (ეპიზოდების ილუსტრირება, ვარაუდების ღრუბლის შევსება, პერსონაჟების გამოყოფა-დახასიათება, იმუშავეს მაქსიმების წესების შექმნაზე და ..).

იდეატორთა კლუბებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა- პროექტი - ,,იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლა - პროექტინორჩი ეკოლოგები

სსიპ - ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლა-პროექტიბუნების მცველები“.

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა -პროექტი-ჭკვიანი სკოლის მოდელის შექმნა ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა-„DIGITALS„ სახალისო ციფრული რესურსების შექმნა.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კოორდინაციით ჩამოყალიბებულ კლუბებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს მომავალი პროფესიის სრულყოფილად ათვისებაში შეუწყობს ხელს. ტრენერების მიერ შემუშავებული დასკვნებიდან საკითხები/მიგნებები კი გამოყენებულ იქნება მასწავლებლის მომზადების პროგრამების სილაბუსებში. სკოლებში კლუბების ჩამოყალიბებამ და თანამშრომლობამ ხელი შეუწყო სკოლასა და უნივერ¬სი¬ტეტს, სკოლის მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს-მომავალ მასწავლებლებსა და სკოლის მოსწა¬¬ლეებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას.

კლუბებში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, ტრენერსა და სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატები.