სამეცნიერო თეორიული კონფერენცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

2 და 3 ივლისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა სამეცნიერო თეორიული კონფერენცია ეგიდით - ქართული თვითმყობადობა.

კონფერენციის მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასულიერო აკადემიის პროფესორი ხათუნა ნიშნიანიძე და ფოლკლორისტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ღვთისო მამისიმედაშვილი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.

                    DSC_3089.JPG DSC_3093.JPG DSC_3097.JPG\

                  DSC_3077.JPG DSC_3083.JPG DSC_3092.JPG