საზაფხულო სკოლა ,,კულტურული მემკვიდრეობა - კავშირი ძველსა და ახალს შორის“.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაფუძნებული ზსსუ - ახალგაზრდული კლუბი ,,ოქროს საწმისის“ ინიციატივით, უნივერსიტეტის სენაკის ცენტრში გაიმართა საზაფხულო სკოლა ,,კულტურული მემკვიდრეობა - კავშირი ძველსა და ახალს შორის“.
დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე: ,,საქართველო როგორც საერთო ევროპული ღირებულებების ქვეყანა“, ,,სარწმუნოების პრობლემატიკა ფეოდალური პერიოდის ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში“, ,,კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის გამოყენება ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის“.
,,EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.




.jpg)