VETPRO პროექტის ფარგლებში, მკვლევარებმა შეიმუშავეს ქართულენოვანი გზამკვლევები ფერმერთათვის
2023 წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში VETPRO “Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia”/ “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მკვლევარებმა შეიმუშავეს ქართულენოვანი გზამკვლევები ფერმერთათვის. პროექტში ჩართული პირების მიერ კი მოხდა ამ გზამკვლევების დისემინაცია ფერმერებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით.