ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია, ბანაკის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.

საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ნარკოპოლიტიკაზე (გამოწვევები და საფრთხეები), ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე.

           452365385_825837212860992_7363414323757089789_n.jpg 452356436_825836856194361_5922437999322716132_n.jpg 452237282_825856876192359_1399412852687505595_n.jpg

           452374713_825836976194349_2256384945680476638_n.jpg 452560669_825837176194329_7244569552540201490_n.jpg 452331232_825837099527670_7776475375956396336_n.jpg