უნივერსიტეტში 2024 წლის 25 ივლისს სტუდენტებისთვის ჩატარდა ,,შემოქმედებითი იდეათონი".
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 25 ივლისს სტუდენტებისთვის ჩატარდა ,,შემოქმედებითი იდეათონი".
პროექტის ფარგლებში სტუმრის სტატუსით მოწვეული იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები, კერძოდ "ჩქინი" რუხის მეწარმე და ხელოვანი ქალები, რომლებმაც პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს.
იდეათონის ფარგლებში ჩატარდა ინტენსიური ვორკშოპის სტილის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და პრობლემების გადაწყვეტის გზის ძიებაზე. მონაწილეები მუშაობდნენ გუნდებში და თანამშრომლობითი გზით მოახდინეს იდეების ფორმირება.
იდეები შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასდება ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც უნივერსიტეტის, ასევე საჯარო (მუნიციპალიტეტის მერია), და კერძო სექტორით (მეწარმე).




