გამოყენებითი კვლევებისათვის შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 01 აგვისტოდან აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის შიდა სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.
კონკურსის სახელწოდება: გამოყენებითი კვლევებისათვის შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის მიზანი: შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევა, რომლიც მიზნად ისახავს: ახალიცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული,კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება კვლევას, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზეა ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდაშეუწყოს მეცნიერების ეფექტურ ჩართვას რეგიონის/ქვეყნის ეკონომიკაში.
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 18 თვე;
- მეცნიერთა/მკვლევართა ჯგუფის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12- თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს, ხოლო 18 - თვიანი პროექტისათვის – 75 000 ლარს.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- უნივერსიტეტის საგრანტო კომისიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებგანცხადების წარდგენის ბოლო ვადა- 2024 წლის 01 სექტემბრიდან 20სექტემბრის 18:00 საათამდე;
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2024 წლის 25 სექტემბერი;
- შერჩეული პროექტის გამოვლენა და დამტკიცება - 2024 წლის 30 სექტემბერი. კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გამოყენებითი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება);
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი;
- შეფასების კრიტერიუმები.
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:
- პირობები - დანართი 1;
- საპროექტო წინადადება - დანართი 2
- პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4,
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5
- პოექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6
ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ გამოყენებითი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულებას;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით research@zssu.edu.ge
- საკონტაქტო პირი: ხათუნა გოგია /593549555/

