პროფესიული გადამზადების პროგრამა “სასოფლო-სამეურნეო მავნებელთა ინტეგრირებული მართვა”
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა უფლება განახორციელოს ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტერირებული მართვის” პროფესიული გადამზადების პროგრამა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის №215 დადგენილების „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ მიხედვით 2024 წლის 1 იანვრიდან პესტიციდების პროფესიონალი მომხმარებლები, დისტრიბუტორები და კონსულტანტები ვალდებული არიან გაიარონ პროფესიული გადამზადება (ტრენინგი), რომელიც მიზნად ისახავს მათთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი დადგენილების დანართი #1-ით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
პროფესიული გადამზადების პროგრამა “სასოფლო-სამეურნეო მავნებელთა ინტეგრირებული მართვა”, შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაძლიერება (SPS Capacity Building in Georgia)” ფარგლებში და ეფუძნება კალიფორნიის, ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ ონლაინ სასწავლო კურსს „მავნებელთა ინტეგრირებული მართვა“ (IPM), სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებს.