სახელმწიფო სასწავლო გრანტი..

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს მთავრობის დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

განცხადებები მიიღება 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღნიშნული პირის ჩარიცხვას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595097214; 591324242

                           457373170_849723217139058_4857057009974017891_n.jpg 457526791_849723250472388_6862562488867583657_n.jpg