კონკურსი ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 7 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს, ინკლუზიური პროფესიული განათლების სასწავლო პროცესის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, 1 საშტატო ერთეული. / სენაკის ცენტრი/.
დასაქმების პერიოდი: 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.
სასწავლო პროცესის ასისტენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტ(ებ)ის/ მსმენელ(ებ)ისთვის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის განხორციელების დროს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება. სასურველია ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებების, ფილოლოგიის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება:
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიულ ცენტრში 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
- გასაუბრება - 26 სექტემბერი.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია /CV;
- დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
- შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.