,,ელექტროობის" საბაზო დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული განათლების მასწავლებლის/პროგრამის ხელმძღვანელის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსი

მიმდინარეობს საიტის განახლება

"ელექტროობის" საბაზო დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  პროფესიული განათლების მასწავლებლის/პროგრამის ხელმძღვანელი (ზუგდიდის ცენტრი) - 1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  • გასაუბრება.   

კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ავტობიოგრაფია /CV;
  • დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები (უმაღლესი/ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ინჟინერიის ან/და ელექტროობის მიმართულებით; /სავალდებულო/
  • პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; /სავალდებულო/
  • სწავლების გამოცდილება; /სასურველი/
  • უცხოური ენის ფლობა; /სასურველი/
  • შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ/ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი, ჯანაშიას ქN14),  2024 წლის 30 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის  ჩათვლით  17:30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 21 ოქტომბერს (საბუთების განხილვა),  23 ოქტომბერს (გასაუბრება).     

არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შრომითი ხელშეკრულებით.