ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ერასმუს+ საერთაშორისო პროექტის “RE-DIRECTION" ფარგლებში

მიმდინარეობს საიტის განახლება

უნივერსიტეტში მოქმედი ერასმუს+ საერთაშორისო პროექტის “RE-DIRECTION - Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations” ფარგლებში, 2024 წლის 25 სექტემბერს, პროექტის პარტნიორ დნიპროს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილია მეორე ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. 

ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის internationaloffice@zssu.edu.ge 

პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • კარლშოშულეს უნივერსიტეტი (გერმანია; პროექტის კოორდინატორი; KARLSTRASSE 36 38, KARLSRUHE 76133, Germany)
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • უკრაინის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი)
  • პატრასის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
  • BK CONSULT GMBH (გერმანია)

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.