Vet Connect და VETPRO
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის 22-23 ოქტომბერს მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გაიმართა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორ, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს უზიარებდნენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებდნენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგამოფენო სივრცეში გამოფენილი ჰქონდა უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტების შესახებ საინფორმაციო ბანერები და დისემინაციის მასალები.
მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია პროექტის VETPRO ფარგლებში შემუშავებულმა გზამკვლევებმა. პროექტში ჩართული პირების მიერ გაზიარდა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ როგორც საგამოფენო სივრცეში, ასევე უცხოელი პარტნიორების წინაშე წარდგენილ პრეზენტაციაში.