სტუდფესტი 2024“-ის ფარგლებში მოხალისეობის კონკურსში გამარჯვებული გუნდი, გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგის ახალგაზრდულ ცენტრში იმყოფებოდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

სტუდფესტი 2024“-ის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მოხალისეობის კონკურსში გამარჯვებული გუნდი, გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგის ახალგაზრდულ ცენტრში იმყოფებოდა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ მოხალისეობის კულტურასა და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობას გერმანიაში. აგრეთვე, ეწვივნენ მაგდებურგის მოხალისეობრივ სააგენტოს, სადაც მასპინძლებმა ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

 სტუდენტები შეხვდნენ ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეებს და მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში. ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსიები, რომლის ფარგლებშიც, მოინახულეს მაგდებურგის და ბერლინის ისტორიული ძეგლები.

 ინფორმაციისთვის: „სტუდფესტი 2024“-ის მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში, მონაწილე უნივერსიტეტის გუნდებმა განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები. გამარჯვებული გუნდი კი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. მათ განახორციელეს პროექტი - „შეიფარე, შეიყვარე, დაიცავი“. ახალგაზრდებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დადგეს. პროექტის მიზანი - მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება და ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ზუგდიდში თავშესაფრის აშენებას

                             466129187_981463847351265_4459011462171508507_n.jpg 465734409_981464074017909_1845752729237369622_n.jpg 465986826_981463637351286_7443641034427939036_n.jpg 

                                466028359_981463994017917_6100631170720768445_n.jpg 466065992_981463654017951_3195957168254570036_n.jpg 465864251_981463440684639_954739569508332992_n.jpg