უნივერსიტეტის ახალგაზრდული კლუბის"ოქროს საწმისის" წევრებმა უმასპინძლეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების წევრებს.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული კლუბის"ოქროს საწმისის" წევრებმა უმასპინძლეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების წევრებს.
სტუდენტებს ჩაუტარდათ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის ელისო ბაღათურია-კნერის საჯარო ლექცია თემაზე: "ორი მეომრის ისტორია აბშილეთიდან: აბშილი თუ ჩხოროწყუელი?", რომელიც ეხებოდა არქეოლოგიურ შემთხვევაზე აგებულ რეგიონალური გადაადგილებების ისტორიას გვიანრომაულ კოლხეთში.
დღის ბოლოს სტუდენტებმა ხელმძღვანელ პროფესორებთან ერთად დაათვალიერეს ისტორიული ციხე-ქალაქი ნოქალაქევი.
პროექტი განხორციელდა უნივერსიტეტებში დაფუძნებულ სტუდენტურ კლუბებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.