ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლიდან ჩართულია საერთაშორისო პროექტებში...
ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროექტებში, უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი, ამ ეტაპზე 1 სტუდენტი სარგებლობს მობილობით, სწავლობს პორტოს უნივერსიტეტში, პორტუგალიაში. მნიშვნელოვანია ითქვას, 2023 წელს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განხორციელება დაიწყო და 2023, 2024 წელს უმასპინძლა კაუნასის ტექნოლოგიების ცენტრის ლიეტუველ სტუდენტებს. ხოლო ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები გამოირჩევა მდგრადობით. ამჟამად მიმდინარე 3 პროექტი ხორციელდება. ასევე, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტებში. (უნივერსიტეტის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის - Georgian Youth for Europe’’ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში). Georgian Youth for Europe
ასევე, ინგლისური ენის გაძლიერებისა და უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფულბრაიტის მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება, ამერიკელი Fulbright English Teaching Assistants(ETA) ერთ აკადემიურ წელს ატარებენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ადგილობრივ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.