დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების შემდეგ პროგრამებზე
დაიწყო #რეგისტრაცია პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების შემდეგ პროგრამებზე - "ლითონების შედუღება აიროვან გარემოში" და "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა".
პროფესიული მომზადების პროგრამაზე - "ლითონების შედუღება აიროვან გარემოში" სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა უნარები შედუღებაში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
სწავლის ხანგრძლივობა - 12 კვირა.
სწავლის დაწყების თარიღი - 23 დეკემბერი.
პროფესიული გადამზადების პროგრამის - "სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა" მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს აგრარული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება. პროგრამა შემუშავებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის - USDA მიერ დაფინანსებული პროექტის“ საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაუმჯობესება“ (SPS Capacity Building in Georgia) ფარგლებში. და ეყრდნობა კალიფორნიის, ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ ონლაინ სასწავლო კურსს „მავნებელთა ინტეგრირებული მართვა“ (IPM). გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს შეისწავლონ მავნებელთა ინტეგრირებული მართვის არსი, მათი მონიტორინგისა და ნიმუშების აღების მეთოდები და ტექნიკა, მავნებელთა კონტროლის ისეთი სახეები, როგორიცაა მარეგულირებელი, კულტურული. მექანიკური, ბიოლოგიური და ქიმიური კონტროლი;
სწავლის ხანგრძლივობა - 10 კვირა.
სწავლის დაწყების თარიღი - 23 დეკემბერი.
#პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამართზე: www.vet.emis.ge
რეგისტრაცია მიმდინარეობს 13 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რეგისტრაციის პროცესში დახმარებისთვის, დაგვიკავშირდით:
(+995) 568952244