პირველი საერთაშორისო ვიზიტი ,,საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა“ ფარგლებში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

პირველი საერთაშორისო ვიზიტი ,,საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა“ ფარგლებში. შეხვედრას უმასპინძლა ჰესენის სახელმწიფო ოფისმა ტექნოლოგიური სწავლებისათვის - დოქტორ ფრანკ ნიეტჰამერის ინსტიტუტმა. ქ. გროს-გერაუ. გერმანია.

კონკურსი ,,საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა“ გამოცხადებული იყო პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი მანანა სამუშია იქნა შერჩეული.

ვიზიტის მიზანი იყო ინსტიტუციური განვითარებისა და კეთებაზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მიდგომების გაცნობა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარებასა და ადგილობრივი კოლეჯების მხარდაჭერისთვის იქნება გამოყენებული.

პროფესიული მიმართულებით საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ გულისხმობს პროფესიული ქსელის გაფართოებას, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს და ინოვაციური პროექტების განხორციელებას საერთაშორისო დონეზე.

                 jpg70.jpg jpg80.jpg jpg60_0.jpg