პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია
პროფესიული უნარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, პირველად, პროფესიული განათლების ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები განხორციელდა!
24 დაწესებულების წარმომადგენელი წინასწარ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა, რომელთა ვიზიტებიც ორ ეტაპად განხორციელდა.
მეორე ეტაპზე, კონკურსის 12 გამარჯვებული 1 კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის დოქტორ ფრენკ ნიტამერის ინსტიტუტში, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა განხორციელდა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ ადგილობრივ საწარმოებს, ტრენინგ ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მონაწილეებს თავიანთ დაწესებულებებში საქმიანობის ეფექტურად წარმართვასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში დაეხმარებათ.