უნივერსიტეტი 2025 წლის 25 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  2025 წლის  25 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური  ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

 2. გასაუბრება.  

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი,  რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /cv.

3. სამოქმედო გეგმა.

4. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.

5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. ორი ფოტოსურათი.

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2025 წლის 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით  (შაბათ-კვირის გარდა). 

 კონკურსი ჩატარდება 2025 წლის  31 მაისს  (საბუთების განხილვა/გასაუბრება).