სამეგრელოში, სოფლის მეურნეობის დარგობრივი ქსელის მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

სამეგრელოში, სოფლის მეურნეობის დარგობრივი ქსელის მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პედაგოგებს შორის ცოდნისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

სოფლის მეურნეობის მიმართულების მასწავლებლებმა სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, პროფესიული უნარების სააგენტოსა და მასპინძელი კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად, ერთმანეთს სწავლების მიდგომები გაუზიარეს, იმსჯელეს ქსელის განვითარების პერსპექტივებსა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების გზებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ადგილზე გაეცნენ სამეგრელოში მოქმედ ისეთ წარმატებულ და ინოვაციურ ობიექტებს როგორებიცაა:

თხილის გადამამუშავებელი საწარმოჯეო ნათსი

მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობავესტ-ბესტ ბლუბერი პლანტი (ზუგდიდი)

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი

შეხვედრას მასპინძლობდნენ:

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი

კოლეჯიფაზისი(ხობი-ნოჯიხევის ფილიალი)

კოლეჯილაკადა(. ჯვარი)

ღონისძიება ჩატარდა პროექტისუნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაცია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოსა და UNDP- შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

               496253221_694760283250806_704979747671043107_n.jpg  496254212_694759166584251_5672865924604052265_n.jpg  496256256_694759229917578_4838934175492333875_n.jpg 

               496296893_694759656584202_7077412996996557460_n.jpg  496298511_694760333250801_2820125740147633486_n.jpg   496302718_694760106584157_1618269557497363059_n.jpg

               496424807_694759419917559_434145968746573474_n.jpg 496476513_694759609917540_1968161465551177245_n.jpg 496523166_694759876584180_3856148088165287826_n.jpg

               496527402_694759186584249_6822614404192764209_n.jpg 497647837_694761059917395_1701050619077092109_n.jpg 497698580_694760083250826_3755584383032374363_n.jpg

               497616597_694759499917551_2914120414360245449_n.jpg 497504263_694759263250908_3152466464206040246_n.jpg 496527402_694759186584249_6822614404192764209_n_0.jpg